ევროპის ჩემპიონატი 21-წლამდელთა შორის

პრემიერი: ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩასატარებლად შეიქმნება დროებითი კომისია

2023 წელს რუმინეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, მატჩები გაიმართება თბილისსში, ბათუმსა და ქუთაისში. ჩამოვლენ უძლიერესი გუნდები, 8 შერჩეული გუნდი და ფინალი გაიმართება ბათუმში – სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა.

ქალბატონ თეასთან ერთად, შევხვდი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ლევან კობიაშვილს, ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა. ეს კომისია დღეს შეიქმნება, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მოაგვარებს მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე, ფეხბურთში 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ.

კომენტარები