პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია ენმ-ზე: ქვეყნისთვის დამღუპველია პოპულიზმში ივანიშვილის რეჟიმთან შეჯიბრება

ოპოზიციაში არ არის მხოლოდ პერსონალური პრობლემები, ხედვების განსხვავების პრობლემებიცაა. ჩვენ, ევროპული საქართველო ვთვლით, რომ იმ თემებზე, რომლებზეც ივანიშვილის რეჟიმი წლებია ახდენს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ სპეკულირებას და რომელსაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი აყოლილია ხშირად, ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში - ჩვენ მივიტანოთ ჩვენი ხედვა მოქალაქეებთან პირველ რიგში, იმიტომ რომ დამღუპველია ქვეყნისთვის ივანიშვილის რეჟიმთან შეჯიბრება პოპულიზმში, შავრაზმელობაში. ამის მაგალითია ნამახვანი. რა შედეგი მივიღეთ - ქვეყნისთვის დამანგრეველი. რის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი - აყოლა ამ შავრაზმულ იდეებზე, რომ თითქოსდა გვღუპავენ უცხოელები, თურქები შემოდიან. ამას მარტო ხელისუფლება კი არ აკეთებს, ხელისუფლება ამაზე დგას. ამას აყოლილია ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში, რომელსაც უნდა, რომ აჯობოს ამ თემაში ქართულ ოცნებას.  ბევრი სხვა მაგალითის მოყვანაც შემიძლია. 

ევროპულ საქართველოს გვინდა, რომ თემებზე, რომლებიც ქვეყნისთვის დამანგრეველია, მოსახლეობამდე ჩვენი გზავნილი მივიტანოთ. რატომ? გარდა იმისა, რომ პრაგმატულად, ხელისუფლების შეცვლისთვის სრული სიბრიყვეა შეეჯიბრო მათ მოედანზე შავრაზმულობაში, რომ უფრო, ვითომ უფრო ეკლესიური ხარ ვიდრე ისინი, ეს ფარისევლობაა და ჯერ ერთი ამაში ვერ მოუგებ. ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ რომ მოვუგოთ, მათთნაირები უნდა გავხდეთო. ქვეყნისთვის დამანგრეველია ეგეთი "გამარჯვებაც" კი. ევროპული საქართველოს მიზანი არაა მხოლოდ განსხვავებების მიტანა მოსახლეობასთან, ეს ჩვენ გვჭირდება და ამას ვაპირებთ. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში. 

კომენტარები