დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სენატორი პორტმანი: ღრმად შეწუხებული ვარ ბაიდენის უკრაინაზე გაკეთებული კომენტარით

ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც მიუთითებს, რომ [უკრაინაზე] რუსეთის თავდასხმა შესაძლოა მხოლოდ "მცირე შეჭრა" იყოს.

ეს ამ საფრთხის აღქმის არასწორი გზაა. 

უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი შეჭრა უნდა განიხილებოდეს, როგორც დიდი შეჭრა, რომელმაც შესაძლოა უკრაინასა და ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ეხმაურება სოციალურ ქსელ Twitter-ზე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, რობ პორტმანი. ჯო ბაიდენმა ერთმანეთისგან განასხვავა რუსეთის მიერ უკრაინაში "მცირე შეჭრა" და "ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ".

კომენტარები