პოლიციელის ცემა

ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს, დაკავებულია 3 პირი

ტაბულა

ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს. მომხდარზე სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

როგორც ცნობილია, პოლოიციელსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. დაშავებულ სამართალდამცველს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები