ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი AUSTRALIAN OPEN-ს პირველ რაუნდში გამოეთიშა

Essentially Sports

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველ რაუნდში გამოეთიშა. ქართველ ჩოგბურთელი ყოფილ პირველ ჩოგანთან, ენდი მარეისთან დამარცხდა.

პირველი სეტი ბრიტანელის გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. მეორე სეტში ბასილაშვილმა მეტოქე 6:3 ანგარიშით დაამარცხა. მესამე სეტში მარეი კვლავ წინ გაიჭრა (6:4). დაძაბული აღმოჩნდა მეოთხე სეტი, მოთამაშეებს თაიბრეიქი მოუწიათ, რომელშიც ბასილაშვილმა მინიმალური სხვაობით (7:5) გაიმარჯვა. გადამწყვეტ რაუნდში ქართველი პირველივე გეიმში დაბრეიქდა და სეტი დათმო (6:4).

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს მოქმედი პირველი ჩოგანია. მსოფლიო რეიტინგში ის 23-ე ადგილს იკავებს. ჩოგბურთელისთვის ეს რიგით მეშვიდე Australia Open-ია. 

2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყო. დიდი სლემის ტურნირი გამოტოვა მოქმედმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბი სპორტსმენი ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყანაში აუცრელობის გამო არ შემოუშვა.

კომენტარები