აირზენა

GEORGIAN AIRWAYS იყიდება, საწყისი ფასი 150 მილიონი დოლარია 

ავიაკომპანია Georgian Airways (აირზენა) იყიდება, მისი საწყისი ფასი 150 მილიონი დოლარია. 

აღსანიშნავია, რომ 11 იანვარს კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმზე გადავიდა, რადგან მას 16 000-ზე მეტი მგზავრისა და 70-მდე კომპანიის დავალიანება აქვს, რომლის ჯამური მოცულობაც 176 მილიონ ლარს შეადგენს. 

რეაბილიტაციის რეჟიმზე გადასვლის მიზეზი კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვებია, რამაც ავიაკომპანია ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. ამჟამად კომპანიას ვალდებულებების მომსახურების შესაძლებლობა არ აქვს და ის გაკოტრების ზღვარზეა. 

საბროკერო ხელშეკრულების თანახმად, ავიაკომპანია ან ახალ მესაკუთრეზე უნდა გაიყიდოს, ან ინვესტორმა მისი 49%-იანი წილი უნდა შეიძინოს. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი აუცილებლად უნდა იყოს ქართული მხარე, შესაბამისად, კომპანიის 100%-იანი წილის შეძენა მხოლოდ "ღია ცის ხელშეკრულების" წევრებს შეუძლიათ.
 

კომენტარები