ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება

ღარიბაშვილი: მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ნაზარდს

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ელექტროენერგიის ნაზარდს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ სუბსიდირება დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეეხება.

"პირველი საკითხი ეხება ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხს. ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს.  150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს".- ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე თქმით, სუბსიდირება ამოქმედდება იანვრიდან და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

კომენტარები