ხელოვნების მუზეუმი

ხოშტარია ხელოვნების მუზეუმზე: ყველა დაზარალებულს იურიდიულ დახმარებას ვთავაზობ

ის, რაც მუზეუმში და ზოგადად ხელოვნების სფეროში ხდება, ცდება უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებს. ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში. ნებისმიერი, ფბ პოსტის მიხედვით, პეტიციის ხელმოწერის მიხედვით თუ სადმე სამზარეულოში გამოთქმული აზრის მიხედვით არის გაგდებული. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს საშინლად ექცევიან, არანაკლებ საშინლად გვექცევიან ჩვენ, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობა, კომფორმიზმზე.

მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას:

1. ყველა დაზარალებუსლ ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას

2. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ ვიმუშაოთ და ეს საქმე გავიტანოთ გარეთ შესაბამის ინსტიტუტებში

3. ყველა მსურველს ვთავაზობ შეხვედრას (კოვიდიდან გამომდინარე ზუმ შეხვედრა, დროს მოგაწვდით)

4. დავორგანიზდეთ და გავაპროტესტოთ

წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, მუზეუმიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს, მათ შორის, კურატორები - ნანა ბურჭულაძე, ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე. ისინი გათავისუფლებას მუზეუმში მიმდინარე პროცესების მიმართ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებენ. 

კომენტარები