ბირთვული ენერგია

2022 წლის ბოლოს გერმანიაში არცერთი ატომური ელექტროსადგური აღარ იქნება

Sean Gallup/Getty Images

გერმანიაში დარჩენილი 6 ატომური ელექტროსადგურისგან ნახევარი წლის დასაწყისში დაიხურა, მეორე ნახევარი კი მიმდინარე წლის დასასრულს დაიხურება. ამ 6 სადგურით გერმანიაში ელექტროენერგიის 12%-მდე გამომუშავდებოა.

ბირთვული ენერგიის წარმოების ეტაპობრივი შეჩერების გადაწყვეტილება გერმანიაში 2002 წელს მიიღეს. 

2005 წელს, კანცლერად არჩევის შემდეგ, ანგელა მერკელმა გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა 2011 წელს იაპონიაში ფუკუშიმას კატასტროფის შედეგედად გერმანია 2002 წლის პოზიციას დაუბრუნდა და ბირთვული ენერგიის წარმოების შეჩერების თარიღად 2022 წელი დასახელდა.

გერმანიაში მიზნად ისახავენ მზის და ქარის ენერგიების წარმოების განვითარებას, რათა 2030 წლისთვის ქვეყნის ელექტროოენერგიის 80% სწორედ ამ წყაროებისგან გამომუშავდებოდეს. 2045 წლისთვის კი გერმანიას ნხაშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა სურს, ევროპის ქვეყნების უმეტესობაზე 5 წლით ადრე.

ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შედეგად გარემოს დამაბინძურებელი აირების დიდი რაოდენობა არ გამოყოფა, თუმცა, უშუალოდ მათი აშენების და შემდეგ უკვე დეკონსტრუქციის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით სათბური აირები, რის გამოც ევროკავშირის ქვეყნებს ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ევროკავშირის "მწვანე შეთანხმების" (Green Deal) თანახმად, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, ბელგიაც ატომური ელექტროსადგურების დახურვას 2025 წლის ბოლომდე აპირებს, საფრანგეთი კი, რომლის ენერგოგენერაციის 70% სწორედ ბირთვულ ენერგიას შეადგენს, კიდევ უფრო მეტი ატომური ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ტიპის ენერგია მწვანე ენერგიას მიეკუთვნება.

 

კომენტარები