მიხეილ სააკაშვილი

ცომაია: სააკაშვილთან ერთად გზაში პატრულმა გამაჩერა, ნათურები არ ანათებსო, ჯარიმა გამოწერეს

გზაში გაგვაჩერა პატრულმა. მათვალიერებდა მე, მიხეილ სააკაშვილს, მანქანას. ვნერვიულობდი - კაცი აგერ, გვერდით მიზის. უკანა ნათურები არ გინათებს, ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფიქრობდი - შენ გაგახარა ღმერთმა. გამომიწერა, ჩავჯექით და წამოვედით.  

[...]  ერთი არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გავაკეთე ეს. თქვენ აზრზე არ ხართ, რამდენი პრობლემა მაქვს მე გადატანილი და დღესაც... ამას მე ჰაერზე არ ვამბობ, საბუთები მაქვს. არ გეწყინოთ, ახალგაზრდა ბიჭები [პროკურორები] არიან და თქვენ ახალგაზრდა ქალბატონი [მოსამართლე] ვერც საგადასახადომ მიშველა, ვერც პოლიციამ, ვერც ძველმა ბიჭებმა, ვერავინ ვერ მიშველა, ერთადერთმა ადამიანმა მითხრა, რომ შეძლებდა მოხმარებას - ეს იყო გია ლორთქიფანიძე. როგორ არ უნდა ვცე მაგას მე პატივი? 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია სასამართლო სხდომაზე. ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებას ედავებიან. მან სასამართლო პროცესზე გაიხსენა, თუ როგორ შემოიყვანა სააკაშვილი ქვეყანაში. 

კომენტარები