საშობაო ეპისტოლე 2022

მამა ილია: ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობისთვისო, მგონი, ივანიშვილს გულისხმობს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება. 

ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდგომ, პირველად საბჭოთა ხანის მერე კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლის ერთერთ ძირითად თემად კვლავ იქცა ათეიზმის წინააღმდეგ აპოლოგია (რწმენის და ეკლესიის დაცვა), იგრძნეს ტაძრებში ხალხის დიდი შეთხელება, ახალი თაობების დაბრკოლება განეკლესიურება (ისევ და ისევ საქ. ეკლესიის საპატრიარქოს და უმრავლესი სამღვდელოების უმსგავსობის, ფარისევლობის, სიჩლუნგის, გაუნათლებლობის, ფუფუნების, გახრწნილების, პრორუსულობის, ანტიცივილიზებულობის და არაადეკვატურობის გამო), გამჟღავნებული კრებსების და სხვა სკანდალების გამო თავის მართლების რეჟიმი, რომ ცოდვილები და გახრწნილები კი ვართო, მაგრამ არ უნდა განგვიკითხოთო, მონანული ცოდვილი უყვარს უფალსო (რახან პერიოდულად აღსარებაში ჩამოარაკრაკებენ თავის ბინძურ ცოდვებს და შენდობის ლოცვას წაუკითხავს თავისნაირივე გახრწნილი ანაფოროსანი, ჰგონიათ სინანულის საიდუმლო აღასრულეს და ღმერთმა გაამართლა, მერე რა რომ ამის მერე იგივეს გაიმეორებს, ისევ დაიმშვიდებს სინდისს მექანიკური აღსარებით და ასე უსასრულოდ ერთი და იგივე), აღარაა ვრცელი პოლიტოლოგიური და სოციო-ეკონომიკური დიდაქტიკური მსჯელობები და დირექტივები. რეალურად არცთუ შეფარულად თავდაცვის რეჟიმში გადასული, დიდი სიფრთხილით წერს ავტორთა ჯგუფი ამ მოცემულ ეპისტოლეს.

მაგრამ, არცერთი სიტყვა მადლიერებისა მედიცინის მეცნიერების და მედიკოსების მიმართ მათ მიერ მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლის გამო, არცერთი სიტყვა სამედიცინო რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და ვაქცინაციაზე, არანაირი სამძიმარი 14 ათასი გარდაცვლილი ქართველის ოჯახებისადმი, სიკვდილი არაფერია სული ხომ უკვდავიაო. არადა ქრისტიანული თეოლოგიით სხეულის სიკვდილიც დროებითია და იქნება მიცვალებულთა აღდგომა ქრისტეს მეორედ მოსვლისას, რატომღაც ამაზე არასოდეს წერს და ქადაგებს პატრიარქი ილია, ალბათ არ სწამს ეს ქრისტიანული დოგმატი?! თუ სამარცხვინო ჰგონია მისი გაჟღერება ერის წინაშე?!

ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობის მოსაპოვებლადო, მგონი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს, მაგრამ არც თავად და მისი მონა-მორჩილნი არაფერს ერიდებიან ფუფუნებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად და ასეთ "მორწმუნეებს" მორალურად განა ისევ ათეისტები არ სჯობიან?! ისინი ხომ არ ფარისევლობენ ქრისტეს სახელით და დიდი მორწმუნეობით?!

ეპისტოლე თავისი დუმილით ირიბად ხელს უწყობს ანტივაქსერული ბოდვების და ისტერიის კვლავ გაგრძელებას საქართველოში. არაფერია ნათქვამი რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჩვენი საპატრიარქოს სომხეთის ეპარქიის წართმევის გამო ამ შემოდგომაზე, არც ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხზე. ტრადიციულად, რაც არ აწყობთ, დუმილით გვერდს უვლიან და არ იმჩნევენ, რაგინდ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ქრისტიანული, ჰუმანისტური და ეროვნული პოზიციებისთვის.

ჭირი იქა, ლხინი აქაო ამბობდნენ ძველი ქართველები, მაგრამ პირუკუ კი უსრულდება ჩვენს ერსა და ბერს. თუ რატომ, ძნელი მისახვერდი არ უნდა იყოს  

კომენტარები