კრიმინალი

"პირუჩუმრად შემოიპარა, ჩაარტყა ხანჯალი" – კახეთში ყოფილმა სიძემ 63 წლის კაცი დაჭრა

Tabula

კახეთში 63 წლის კაცი კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. გურჯაანის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაზარალებულის ყოფილი სიძე უკვე დააკავა.

"პირუჩუმრად შემოიპარა, შემოხსნა კარები, მე ვიჯექი კრესლოში, ჩემი მეუღლე დივანზე იწვა, ვუყურებდით ტელევიზორს, ბავშები იწვნენ თავიანთ ოთახებში, საწოლში, არ ეძინათ, გაიხსნა ქურთუკის ღილები, ამოიღო დიდი ხანჯალი და ჩაარტყა, თვითონ ვეღარ ამოაძრო, თორემ მეც იქ ვიჯექი, შეიძლებოდა, ჩემთვისაც დაერტყა, არ ვიცი. არ ვუშვებდით ოჯახში, იმიტომ, რომ ისეთი შეურაცხყოფები აქვს მიყენებული ჩემს მეუღლესა და შვილზე, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა კაცი არ აპატიებდა იმ სიტყვებს" - ამბობს დაჭრილის ცოლი, დალი საჩეჩელაშვილი რუსთავი ორთან საუბარში.

63 წლის კაცი კისრის არეში მიყენებული ჭრილობით გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალში მოათავსეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

კომენტარები