მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: შევქმნათ პარლამენტის საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით

მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.

მინდა მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას.

წერს სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებული კომისიის შექმნის გარდა, სააკაშვილი მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.

კომენტარები