რუსეთი

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთში ყველაზე ძველი უფლებადამცველი ჯგუფი დაიხურება

"მემორიალის ლიკვიდაციით რეპრესიებს ვერ დაფარავთ"

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთში ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი ჯგუფი, მემორიალი დაიხურება.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყველაზე ძველი უფლებადამცველი ჯგუფის მემორიალის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორების თანახმად, ჯგუფი სისტემატურად ამბობდა უარს ორგანიზაციის საიტსა და გამოქვეყნებულ მასალებზე "უცხოეთის აგენტის" მონიშვნის გაკეთებაზე. მემორიალის თანახმად, ამის საჭიროება არ არსებობდა და უცხოეთის აგენტის კანონი დამოუკიდებელ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებაა.

"მემორიალის დახურვა დანაშაულზე უარესია. ეს საშინელი შეცდომაა, რომელიც ხელისუფლებას დაუბრუნდება" - თქვა ვიაჩესლავ იგრუნოვმა, საბჭოთა დისიდენტმა და ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა წევრმა. 

მემორიალი ბირთვულმა ფიზიკოსმა, დისიდენტმა და ადამიანის უფლებების აქტივისტმა ანდრეი სახაროვმა დააფუძნა. მემორიალის მიზანი იყო სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთში ადამიანის უფლებები დაეცვა და საბჭოთა პერიოდის რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები გამოეაშკარავებინა.

გლასტნოსტის შემდეგ მემორიალს წამყვანი როლი ეკავა სტალინის პერიოდის რეპრესიების და დანაშაულებების გამოაშკარავებაში, მათ შორის 1940 წელის კატინის ხოცვა ჟლეტის.

გასულ თვეს მიხეილ გორბაჩოვმა და გამოცემა ნოვაია გაზეტას რედაქტორმა და 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა დმიტრი მურატოვმა მომეორიალის დახურვასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტის საფრთხეებზე ისაუბრეს.

ნოემბერში პოლონეთის, ლიტვის ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებმა ორგანიზაციის დასახურად მიმართული მოქმედებები დაგმეს. ჯგუფის მხარდამჭერ პეტიციას 138 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლოს შენობასთან მემორიალის 200-მდე მხარდამჭერმა აქცია გამართა.

ჯგუფის მხარდამჭერების აზრით, კრემლი ორგანიზაციის მიმართ წარსულის კვლევის გამო არის არაკეთილგანწყობილი. იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით საბჭოთა წარსულის, მათ შორის სტალინის მკაცრი პოლიტიკის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, ტოტალიტარული წარსულის კვლევა მემორიალს კრემლის მოწინააღმდეგეთა რიგებში აყენებს.

"მემორიალი ისტორიაზე [კრემლის] ოფიციალური პოზიციის პირველი მოწინააღმდეგე გახდა. ხელისუფლებას წარმოიდგენია, რომ თუ ორგანიზაციას გაანადგურებ, მის ნარატივსაც გაანადგურებ" - ამბობს ანდრეი კოლესნიკოვი მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა.

მას შემდეგ რაც თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემა უფრო და უფრო ავტორიტარული გახდა, მემორიალის ყურადღება სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დარღვევების გამოაშკარავებაზე გადაერთო.

ორგანიზაცია ჩეჩნეთის ომებში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს იკვლევდა. მემორიალის გამოძიებების შედეგები ცუდად აისახა რუსეთის არმიის, ჩეჩენი სეპარატისტების და რამზან კადიროვის პრორსული ძალების იმიჯზე. 2009 წელს მემორიალის ადგილობრივი წარმომადგენელის ნატალია ესტემიროვას მკვლელობა მიჩნეული იყო, რომ ჯგუფისთვის სამაგიეროს გადახდა იყო.

2014 წელს მემორიალი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც "უცხოეთის აგენტის" კანონის სამიზნე გახდა.

კომენტარები