კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის არაკანონიერად შეძენას სთავაზობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის არაკანონიერად შეძენას სთავაზობდა, გარკვეულ თანხას არიცხვინებდა, შემდეგ კი მათ კუთვნილ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია Telegram-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით – MODGOVGE INFO. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს​ – გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები