ხანძარი ბანგლადეშში

ბანგალადეშში ბორანზე გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 37 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში ბორანზე გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 37 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აღწევს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უბედური შემთხვევა ბანგლადეშის სამხრეთ ნაწილში, მდინარე სუგანდაზე დაახლოებით 03:00-ზე საათზე მოხდა. ცეცხლი ბორანის სამანქანე ნაწილში გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ბორანზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი კი მაშინ გაჩნდა, როდესაც მათ დიდ ნაწილს ეძინა. რამდენიმე ადამიანი ბორანიდან გადახტა, შემდეგ კი მდინარეში დაიხრჩო, არიან დაკარგულებიც. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

კომენტარები