ქართველი დიზაინერი

EMILY IN PARIS-ის ახალ სეზონში ლილი კოლინსის გმირს ანუკი არეშიძის კაბა აცვია

Befunky

Netflix-ის სერიალის, Emily in Paris-ის ახალ სეზონში ლილი კოლინსის გმირს ანუკი არეშიძის კაბა აცვია.

ახალ ამბავს ქართველი დიზაინერი სოციალურ ქსელ Instagram-ში სთორით გამოეხმაურა.

"ლილი კოლინს ANOUKI-ის კაბა აცვია". – წერს დიზაინერი.

ანუკი არეშიძე დიზაინერი, ყოფილი მოდელი და თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლია.

ემილი პარიზში ამერიკული სერიალია. სამსახურის წყალობით, ლილი კოლინსის გმირი სახელად ემილი ჩიკაგოდან საფრანგეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადადის. წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, Netflix-მა მეორე სეზონი გადაიღო, რომელიც სტრიმინგის სერვისზე 22 დეკემბერს გამოვიდა.

 

კომენტარები