შიმშილობის დაწყებას, რა თქმა უნდა, ვერ მივესალმები ვერცერთ ვითარებაში. ეს არის ძალიან ცუდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს არის ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ გითხრათ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს. ოპოზიციას აქვს მანდატების საკმარისი რაოდენობა პარლამენტში ცოცხალი პროცესის შესაქმნელად. სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმებით შეუძლია, პრობლემა შეუქმნას ხელისუფლებას.
სახალხო დამცველი
ომბუდსმენი: შიმშილობის დაწყებას ვერ მივესალმები, თუმცა ეს არის ინდივიდუალური არჩევანი
tbl.ge/5t36
დაკოპირდა

ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს "მასობრივი შიმშილობა" დაიწყეს.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენი: წლიურ ანგარიშში განხილულია კანონში ცვლილებები, რაც ხელს უშლის უფლებების დაცვას
- დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი
- გახარია: ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი დაკავებულია, სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს
- ომბუდსმენი წალკას ეწვია, სადაც ბილინგვური სწავლება და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
- ომბუდსმენი: აუცილებელია დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო




