ამინდის პროგნოზი

თოვლი, ძლიერი ქარი, ნისლი – როგორი ამინდი იქნება 24 დეკემბრამდე

Reuters

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.

მათივე ცნობით, 22-23 დეკემბერს ნალექი უმეტესად მოსალოდნელია თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე 3-4-ბალიან შტორმულ ღელვაა მოსალოდნელი. 

სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.

კომენტარები