კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 195 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.49%-ია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პაციენტი. გარდაიცვალა - 47. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.

19 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 909 160 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 858 949 გამოჯანმრთელდა, 13 071 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 37 114 აქტიური შემთხვევაა.

გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 380, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 116, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 160, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

1 426 მძიმე პაციენტია, აქედან 319 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები