პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი ენმ-ზე: როგორ შეიძლება შეთანხმდე ჯგუფთან, რომელიც ანტიდემოკრატიულია

მთავარი პრობლემაა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს ხალხის ნებას, ანუ არჩევნებს და მეორე, ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს კანონის ნებას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ეს ორი რამ ჩვეულებრივი პრეტენზია კი არ არის, ან კაპრიზი, ეს არის სახელმწიფოს საფუძველი, ხალხის ნება, დემოკრატია და კანონის ნება, ანუ კანონის უზენაესობა. ამ ორს თუ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი არ აღიარებს, ის ყველანაირად გასულია დემოკრატიული კალაპოტიდან და, შესაბამისად, აქ რთულია შეთანხმებაზე ილაპარაკო. როგორ შეიძლება შეთანხმდე ჯგუფთან, რომელიც არის ანტიდემოკრატიული იმით, რომ არ აღიარებს დემოკრატიას და არის კანონს მიღმა, იმიტომ, რომ არ აღიარებს კანონის უზენაესობას.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ "შერიგების" პროცესზე საუბრისას.

კომენტარები