კიანუ რივზი

კიანუ რივზი: ერთხელ ჰელოუინის წვეულებაზე დოლი პარტონის PLAYBOY-ს კოსტიუმით მივედი

Deadline

კიანუ რივზი მატრიცის თანავარსკვლავის ჯადა პინკეტ-სმიტი შოუს ეწვია და ჰელოუინზე მომხდარი სახალისო ისტორია გაიხსენა.

მსახიობის თქმით დედამისმა შეკერა ტანსაცმელი, რომლითაც დოლი პარტონი Playboy-ს გარეკანზე გამოჩნდა. როგორც წესი ვარსკვლავები ტანსაცმელს სამახსოვროდ იტოვებდნენ, თუმცა პარტონმა ჩაცმულობა დიზაინერს დაუბრუნა. ჰელოუინი იყო და მომავალმა მსახიობმა წვეულებისთვის მომღერლის სამოსი მოირგო.

"რატომღაც დოლი პარტონმა ჩაცმულობა არ დაიტოვა და კოსტიუმი ჩვენთან სახლში აღმოჩნდა. ჰელოუინი იყო. მაქმანიანი მაღალყელიანი წინდა და კორსეტი მეცვა, ასევე გავიკეთე ბაბთა და ცნობილი ყურები, ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი ამოვიცვი. მაშინ გრძელი თმა მქონდა და ჩემგან კარგი დოლი პარტონი გამოვიდა". – იხსენებს მსახიობი.

ქანთრი მომღერალი, დოლი პარტონი Playboy-ს გარეკანზე 1978 წელს მოხვდა. იმ დროს კიანუ რივზი 14-15 წლის თინეიჯერი იყო.

 

კომენტარები