მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: შესაბამისი სამედიცინო დასკვნის შემდეგ, სააკაშვილი რუსთავში იქნება გადაყვანილი

ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მე-11 მუხლის თანახმადაც ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და შესაბამისად, განსხვავებული მიდგომა ვერ გვექნება ვერავისთან მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს, იქნებოდა ის ყოფილი პრეზინდეტი, თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, ყველა არის კანონის წინაშე თანასწორი და ბუნებრივია, ჩვენ მარადჟამს ვიქნებით ამ პრინციპის დამცველი, თუმცა კანონის წინაშე თანასწორობა, კონკრეტულად პენიტენციურ სისტემაში გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა პატიმრის უფლება არის შესაბამისი წესით დაცული. თუკი რაიმე დარღვევას ექნება ადგილი არ აქვს მნივნელობა მის ყოფილ სტატუსს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები და ბუნებრივია, როგორც ნებისმიერი პატიმრის უფლებადამცველს, ასევე სხვა გულშემატკივარ ადამიანსაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება შესაბიმისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება, როგორც უკვე მრავალგზის განვაცხადეთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N12 დაწესებულებაში - რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული.

უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ დასმულ კითხვას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

კომენტარები