მიხეილ სააკაშვილი

ALDE: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის (ALDE Party) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"საქართველოს ხელისუფლებას საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით პატიმრობაში ჰყავს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე ოქტომბერში დააკავეს და თითქმის 50 დღე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. ციხეში ყოფნის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილის საქმეზე დროებითი ზომები მიიღო.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლებას; ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ყურადღების გამახვილებისას, სამართლიანი მოპყრობისა და ღირსების უფლების უზრუნველსაყოფად". – ნათქვამია განცხადებაში.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურანლობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

კომენტარები