პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მივიღე მოსაწვევი, მადლობა, ცერემონიებისთვის შეუფერებელი მომენტია

მივიღეთ მოსაწვევი, მადლობელი ვარ ამ მოწვევისთვის, უბრალოდ, არ მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ცერემონიალური შეხვედრებისთვის შესაფერისი მომენტია ახლა. ნორმალურ ვითარებაში პრეზიდენტის მოწვევა მისაღებია, აქ არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად ვინ ვის ბანაკშია. ახლა ნორმალური ვითარება არ არის. არანორმალურობის ზღვრები არსებობს, ყოველთვის შეიძლება, უარესი იყოს, მაგრამ მე არ მახსენდება ამ ტიპის პერიოდი კარგა ხანია და რეალობას თვალი უდნა გავუსწოროთ. არ უნდა ვეცადოთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ, თითქოს ნორმალურობისკენ ნაბიჯი გადაიდგა - ჯერ ეს არ მომხდარა. 

აპრიორი უნდა სცადო ადამიანმა, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც ყველა შანსი გამოიყენო - ეს ტრაფარეტული სიტყვებია, მაგრამ ეს ასეა და შიდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგესა და თუნდაც ვინც მტრად მიგიჩნევს, იმას კი არა, გარე მტერსაც უნდა ელაპარაკო. ეს დიალოგის ნორმალური ამბავია. ამ ყველაფერს აკეთებ მაშინ, თუ ეს ყველაფერი არ არის დეკორაცია ან სიმულაცია. მე არ მინდა წინასწარ ხაზი გადავუსვა ყველაფერს - თუ ჩვენ პროგნოზებში ვცდებით, მხოლოდ კარგი იქნება. ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა.

კომენტარები