პოლიტიკური კრიზისი

მელია: ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ

სალომე ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ვინაიდან კლასიკური საახალწლო ცერემონიაა, საახალწლო საღამოა, ჩვენ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ გასაგები მიზეზების გამო. 

ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც, როგორც ქალბატონი ზურაბიშვილი აანონსებს, ადგილი ექნება უახლოეს მომავალში. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პრეზიდენტის სასახლეში 16 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს არც დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. 

კომენტარები