რაც შეეხება დიდი შეთანხმების ნაწილს, გულწრფელად რომ მოგახსენოთ, არ მომწონს სიტყვა შერიგება, არც შეთანხმება, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს გულისხმობს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და ნამდვილად, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ მიმართულებით ისტორიული მისია შეასრულოს და მესამე, ეს გულისხმობს ქვეყანაში პროცესების ნორმალიზაციას, იმიტომ, რომ რაც ქვეყანაში ხდება არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს ევროატლანტიკური კურსისკენ. მე ყოველთვის პოზიტიურად ვეხმაურები ამ საკითხს, გულწრფელად მინდა, რომ ასეთი ისტორიული როლი მან შეასრულოს და ასევე, ხვალ ხაზარაძე-წერეთლის საქმეა, დღეს ნიკა გვარამიას საქმე იყო და ასეთ საქმეებზე მორატორიუმის დადება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
tbl.ge/5ssl
დაკოპირდა
თქვა ენმ-ის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა