პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: უსაფუძვლოა, ვიფიქრო, რომ შერიგების პროცესი დეკორაციად და სიმულაციად არ იქცევა

მე არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მე ვერ ვხედავ მათი მხრიდან, ვისაც ახლა ძალაუფლება აქვთ, რაიმე სახის ნაბიჯის გადადგმის სურვილს. საფუძველი არ მაქვს ოპტიმიზმის, ვიფიქრო რომ ეს [შერიგების] პროცესი არ გადაიქცევა სიმულაციად და დეკორაციად. არავის არ ვესხმი თავს, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ამას მალე ვიხილავთ, ოღონდ, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ბოლო წლების მანძილზე არანაირ საფუძველს არ გვაძლევს იმისა, რომ ასე ვიფიქროთ, პირიქით, ეს არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სასურველი ვითარება.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, შერიგების პროცესის ვალდებულება აიღო. 

კომენტარები