მიხეილ სააკაშვილი

ლომჯარია: ამ დრომდე, სააკაშვილმა საჭირო დახმარება ფსიქოთერაპიის სახით ვერ მიიღო

ფსიქიატრიული საკითხები არის ის, რაც საჭიროებს დინამიკასა და დროში დაკვირვებას და ალბათ, შემდგომი ვიზიტები და დაკვირვება გვაჩვენებს ამ ყველაფერს, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე, გიდასტურებთ, რომ მან [მიხეილ სააკაშვილმა] საჭირო დახმარება ფსიქოთერაპიის სახით ვერ მიიღო და ბევრი რამ გაართულა, მათ შორის სომატური თვალსაზრისითაც და ვფიქრობთ, ეს დახმარება რომ ყოფილიყო შეთავაზებული, შესაძლებელია, სხვა თვალსაზრისითაც უფრო მეტი წინსვლა ყოფილიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართულებით.

რაც შეეხება მეორე საკითხს, როგორც ნახეთ ჩვენი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სასურველი იყო ის დანიშნულება, რაც გაიცა ერთ-ერთი ექიმის მხრიდან, თუმცა რაც არ შესრულებულა, მაგრამ სასურველი იყო დოზის უფრო მცირე დოზით გაზრდა და არა იმ მასშტაბით, რაც იყო შეთავაზებული, თუმცა როგორც ვიცით, ეს დოზაც მას არ მისცემია და გარდა ამისა, ასევე ეს დოზაც, რაც იყო შეთავაზებული დასაშვები ნორმის ფარგლებში ჯდებოდა, ამიტომ ამ კვლაიფიკაციას, რომ ეს იყო ფარმაკოლოგიური წამება, ვერ მივცემთ არ გარემოებებიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც გითხარით, სასურველი იყო, რომ სხვა დოზით ყოფილიყო შეთავაზებული დოზის გაზრდა - უფრო მცირეთი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში ილაპარაკა.

"დეპრესია, PTSD, სისუსტე, ანემია" – ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

კომენტარები