პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ვიდრე კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია

ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც აქვთ ჩადენილი - წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამის შემდეგ, უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს, ბუნებრივია, ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში და ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები