თბილისის მერია

მერია მეტროს 11 ახალი მატარებლის შეძენას და 10 სადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია

თბილისის მერია ამორტიზებული მატარებლების შეცვლას და 11 ახალი მატარებლის შეძენავს გეგმავს, რომლებზეც, დაახლოებით, 49.2 მლნ ევრო დაიხარჯება.

გარდა ამისა, დაგეგმილია 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, რომლის წინასწარი ბიუჯეტიც 45 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც ინტერპრესნიუსს თბილისის მერიამ განუცხადა, EBRD-ის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა სს "მეტროვაგონმაში". მოწოდება დაგეგმილია 36 თვის განმავლობაში, პირველ წელს კი 8 ვაგონის მოწოდება იგეგმება.

მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია გურამიშვილის, სადგურის მოედნის, სარაჯიშვილის, მარჯანიშვილის, თავისუფლების მოედნის, 300 არაგველის, რუსთაველის, ისნის, წერეთლის და მეტრო ნაძალადევის რეაბილიტაცია.

კომენტარები