პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე ენმ-ზე: როგორც კი იტყვიან, რომ პოლიტიკაში დარჩენა არ ეკუთვნით – შევრიგდებით

რა თქმა უნდა, ინიციატივა ზოგადად მნიშნველოვანია და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ქვეყნისთვის, მაგრამ შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში სინანული. საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. 

მე ასე წარმომიდგენია შერიგება. იგივე, თუნდაც, თქვენს პოლიტიკურ პარტიასთან, ნაცმოძრაობასთან. გამოდის მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. დანაშაულთა ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით.

ალბათ ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ ძალას, მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები და არა მარტო მოინანიოს, არამედ შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არაა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

კომენტარები