პოლიტიკური კრიზისი

უდუმაშვილი: არ ვაპირებთ საახალწლო არდადეგებზე გასვლას, პროტესტი არ გაჩერდება

ჩვენ ვართ გადასულები ბრძოლის სულ სხვა ეტაპზე ახლა. ჩვენი, როგორც პარტიის მთავარი ამოცანაა - ვადამდელი არჩევნები, რომლის მისაღწევადაც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვიბრძვით.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სწორედ ეს იქნება ჩვენი ბრძოლის მთავარი ამოცანა. გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც ჩვენს ხელშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, მათ შორის ძალიან აქტიურ კონტაქტებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

მაგრამ მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება პროტესტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე გვსურს, სამწუხაროდ, მეტი სხვა ენა ქართულ ოცნებას არ ესმის, გარდა ხმამაღალი პროტესტისა. ეს პროტესტი არ გაჩერდება არც დეკემბერში და არც იანვარში. ასე რომ ჩვენ არ ვაპირებთ, არდადეგებზე გავიდეთ საახალწლო პერიოდში, ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს, არავის არ ეზეიმება მე მგონი ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილს ნამდვილად არ ეზეიმება იმ უმძიმესი პირობების გამო, რომელშიც არის ჩავარდნილი

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები