მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი მხარდამჭერებს: აუცილებლად გაიმარჯვებთ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ

ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლაზე. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა ახალგაზრდებს ავუხსნათ ბევრი რამ. აქვე მინდა გავიმეორო, რომ არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ კოალიციურ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს.  

უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა. მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში. დღეს ბევრი ძალიან ნიჭიერი, შეიძლება ითქვას, გენიალური ადამიანი შეიკრიბა ორბელიანების სასახლესთან. თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი შეგიერთდებათ. იმიტომ, რომ თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული, ღირსება და სიამაყე, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ ქართველი ერისა და სახელწიფოს საქმეებში. მე ვფიქრობ, რომ წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მისი წერილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა წაიკითხა. 

კომენტარები