მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უკვე არ ვიცი, უნდა ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ

უკვე არ ვიცი, უნდა ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ იმიტომ, რომ რაც დარჩა ამ სახელმწიფოდან, კარგად ხედავთ. მაგრამ, ხომ არ ჯობს, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და მთელი ქვეყნის ისტორიული სირცხვილი.

ხომ არ ჯობს, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა, ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც აი, ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები იქნებიან, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, მე მზადა ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, ეხლა მეტი რაღა დავამტკიცო, აქ ჩამოვედი პირდაპირ მგლის ხახაში და ჩავყავი თავი, წარვდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს თუნდაც აქედან ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას. დღეს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ პიჯაკების საქმეს განიხილა, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს ეხება.

კომენტარები