მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: კახა ბენდუქიძე მოკლეს ამათ, თავისი ბრალდებებით

კარგად მესმის კახა ბენდუქიძის, რომელსაც შევხვდი სიკვდილამდე ორი დღით ადრე ბრიუსელში, რომელიც ძალიან ნერვიულობდა, რადგან მასზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე და კახა მოკლეს ამათ. კახა ბენდუქიძის, გენიალური ქართველი რეფორმატორის, რომელსაც სამ დღეში ნიშნავდნენ, აი იმ დღიდან, როცა შევხვდი, ამისთვის ჩავედი რომ მეთქვა, უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცეპრემიერად, მისი სიკვდილი გავიგე როცა მივედი აეროპორტში. არ იღებდა ჩემს ტელეფონს ერთი დღე, მივედი აეროპორტში და აღარ ჩამოვიდა, მერე უკვე ნიუსებში გავიდა, რომ კახა ბენდუქიძე აღარ არის. აი, ამათ მოკლეს თავისი ბრალდებებით. თან უგზავნიდნენ იცით რას? რომ პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, რაც მომიყვა კახამ, მე არაფერს ვიგონებ, იქნები ისეთ დიეტაზე, რომ კუჭი გაგიხმება, რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ. ძალიან კარგად ვიცი, სად იხარშება ეს სიბინძურეები, რომელ შუშის სასახლეებში, რომ მერე მიაწოდონ ადამიანებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას. დღეს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ე.წ პიჯაკების საქმეს, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს ეხება.

კომენტარები