ეს არის პროპაგანდისტული ბრალდება, რასაც ძალიან წარმატებით იყენებენ სამთავრობო მედიები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაც კორუფციასთან დაკავშირებული იარლიყი მიაკრან საქართველოს მესამე პრეზიდენტს. სინამდვილეში ეს არის აბსურდული ბრალდება და ჩვენ ამას სასამართლო სხდომაზე მოვისმენთ. ჩვენ არ ვცხოვრობთ ილუზიებში და არ გვგონია, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი იღებს გადაწყვეტილებას, მიუსაჯოს თუ არა მიხეილ სააკაშვილს [პატიმრობა]. ცხადია, რომ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე არის პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილების აღსრულების ორგანო, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ მე პირადად არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანი მოუწიოს ციხეში ყოფნას.
მიხეილ სააკაშვილი
ადვოკატი: სასამართლო სააკაშვილის საქმეებზე ივანიშვილის სურვილების აღსრულების ორგანოა
tbl.ge/5sb8
დაკოპირდა

ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ისაუბრა. 2 დეკემბერს საქალაქო სასამართლო განიხილავს ე.წ პიჯაკების საქმეს, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს ეხება.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




