პოლიტიკური კრიზისი

მელია: მეუბნებიან, დაგვიძახე და რატომ დაგვშალე? – მაპატიეთ, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ?

როცა გჯერა რას აკეთებ და იცი, რომ ეს არის შედეგზე ორიენტირებული, დიახაც, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მცირე ჯგუფს არ მოსწონდეს.

დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო? და მაპატიეთ, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, არ ვასროლინებ ჩემი ერთი განცხადებით და მოწოდებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ბევრ ჩვენს მეგობარს შუბლში მოხვდება. არ ვასროლინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეჟიმის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა ნაპოვნია და ამ გზას სჭირდება სიმტკიცე და არა წუწუნი.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები