მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მასამართლებენ საქმეზე, რომელიც გირგვლიანის საქმე არც არის, პიარისთვის დაარქვეს

მე მასამართლებენ ორ საქმეზე. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რამეს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, ესე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო გირგვლიანის სიკვდილი და ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მოხდა ამნისტია 280 სამხედროსი. ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა 6 თვე და მოსამართლემ გამოუშვა ეს პირები და აქედან ერთი ეხლა მასამართლებს მის ჩადენილ საქმეზე. 

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები