ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთში ევროპის ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა შერეულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაამარცხეს.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთის ქალაქ უფაში გაიმართა, კაცებისა (-73, -90 და +90 კგ) და ქალების (-57, -70 და +70 კგ) შერეული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ფინალურ შეხვედრაში საქართველომ ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 4-3 დაამარცხა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში, როდესაც ანგარიში 3-3 იყო, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება საბა ინანეიშვილმა მოუტანა, რომელმაც მეტოქე იპონით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა შერეულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატის მოგება პირველად მოახერხა.

კომენტარები