ამინდის პროგნოზი

27 ნოემბრიდან საქართველოში დათბება – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. 28-29 ნოემბერს მცირე ნალექი შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისშიც 27 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე აიწევს.

კომენტარები