მიხეილ სააკაშვილი

ყიფშიძე: კატასტროფა იქნება, თუ სააკაშვილი მკურნალობას ნამდვილად შეწყვეტს

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ  მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა. მაშინ, თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ასევე გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის. ესე არ შეიძლება, რაღაც ბალანსი უნდა გავაკეთოთ. 

მას ახლა ნახულობენ ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა ლაპარაკი, პრაკტიკულად ვერ ხედავს. მე არ ვიქნები წინააღმდეგი , რომ ვთქვათ, ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა დღეში, ნახოს. ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი ექიმია, ოჯახის წევრიც ოჯახის წევრია. ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან. 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. 

მიხეილ სააკაშვილმა  Facebook-ის პირად გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს: "თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი". 

კომენტარები