მიხეილ სააკაშვილი

სამნიძე: მიშას გათავისუფლების მოთხოვნა არ არის ოპოზიციის უმრავლესობის დღის წესრიგი

#FreeMisha კამპანია, ანუ, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, ნაციონალურ მოძრაობას და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მე-3 პრეზიდენტმა და ის თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია.  

დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები.

ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ექსორეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. გუშინ, 24 ნოემბერს სააკაშვილის წერილი გავრცელდა, რომელშიც ის წერს, რომ "უმჯობესი იქნება, ჩემი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა".

კომენტარები