მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მოგიწოდებთ მრავალი აქციისკენ, დეკემბერში დიდი ეროვნული აქცია უნდა მოვამზადოთ

რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს - მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ორშაბათს, 29 ნოემბერს სასამართლოში სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ "სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტა საფუძველია, შემდეგ სასამართლო პროცესს დაესწროს". გუშინ, 24 ნოემბერს სააკაშვილის წერილი გავრცელდა, რომელშიც ის წერს, რომ "უმჯობესი იქნება, ჩემი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა".

კომენტარები