ილია კოკაია

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია კოკაია გარდაიცვალა

ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის დამფუძნებელი ილია კოკაია გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობის დროს მოხდა. კოკაია უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობილი ბიზნესმენი ილია კოკაია 2016 წელს, ქალაქ ზესტაფონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გახლდათ. კოკაიამ ხმათა 19.8 %-ით მესამე ადგილის დაკავება მოახერხა.

2004 წელს კი ილია კოკაიამ პარტნიორებთან ერთად საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი დააფუძნა. კლუბმა ზედიზედ ორჯერ, 2010-11 და 2011-12 წლების სეზონებში საქართველოს ჩემპიონატის მოგება შეძლო. ამის გარდა ზესტაფონის ფეხბურთელებმა საქართველოს თასი (2008 წელი) და საქართველოს სუპერთასი (2011 და 2012 წლები) მოიგეს.

კომენტარები