რუსეთი

რუსეთში ავარიის დროს მანქანის საბარგულიდან მოკლული კაცის გვამი გადმოვარდა

RIA

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში ავარიის დროს მანქანის საბარგულიდან მოკლული კაცის გვამი გადმოვარდა. მედიის ინფორმაციით, მოკლულს ყელი აქვს გამოჭრილი.

ავტომობილი საგზაო ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც, თვითმხილველთა თქმით, მანქანიდან სამი ადამიანი გადმოხტა და ტყეში მიიმალა. გამოცემა Interfax-ის ცნობით, ავტომობილიდან 10 მეტრის დაშორებით მოკლული კაცის აღმოაჩინეს. 47news-ის ინფორმაციით მოკლული პეტერბურგში მცხოვრები 50 წლის არკადი კაზინიანია. მანქანა კაზინიანის ნაცნობზე არის რეგისტრირებული. მანქანის საბარგულში ორი ნიჩაბი იპოვეს.

სამართალდამცველებმა საქმესთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავეს, მანქანის სავარაუდო მძღოლი და ორი მგზავრი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. მედიის ინფორმაციით, მკვლელობა პეტერბურგში კოოპერატივ ლაგუნას ავტოფარეხში მოხდა.

კომენტარები