აშშ

აშშ-ში, ვისკონსინში მანქანა საშობაო აღლუმის მონაწილეებს დაეჯახა, დაიღუპა 5 ადამიანი

BBC

აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშოში საშობაო აღლუმის დროს მანქანა შეკრებილი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. პოლიციის თანახმად, ინციდენტს 5 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა. ადგილობრივ საავადმყოფოში, სულ მცირე, 28 ადამიანი გადაიყვანეს, ცნობილია, რომ მათ შორის 12 ბავშვია.

პოლიციამ ავტომობილი იპოვა და მძღოლი დააკავა. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა მედიას CBS News-ს უთხრა, მძღოლი სხვა დანაშაულის ადგილიდან გარბოდა, როდესაც აღლუმის მონაწილეებს დაეჯახა. პირველადი გამოძიების თანახმად, ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.

კომენტარები