თუ იქნება მიღებული გადაყვანაზე გადაწყვეტილება, მეც პირადად ვესაუბრე მესამე პრეზიდენტს და ვთხოვე, რომ განეხილა, მათ შორის, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხი. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი ეს ჰოსპიტალი რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, მაგრამ თუ აკმაყოფილებს, შესაძლებელია ესეც იყოს გამოსავალი. არ ვიცი, მე კონკრეტული შეთავაზებები არ მაქვს, მაგრამ ამ ვითარების გაგრძელება არ შეიძლება, პაციენტის საუკეთესო ინტესებიდან გამომდინარე რაღაც კონსესუსური გადაწყვეტილება უნდა იყოს ნაპოვნი. ახლა უნდა შესრულდეს ის რეკომენდაცია, რაც ექიმებმა გასცეს - დაუყოვნებლივი გადაყვანა იმ მრავალპროფილის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი ასეთი პაციენტის მკურნალობა.
არ ვიცი ახლა ან წარსულში თუ იგეგემებოდა მისი [სამხედრო ჰოსპიტალში] გადაყვანა, მაგრამ ჩემი თხოვნა იყო, რომ იქნებ განიხილოს ყველა სხვა შესაძლებლობა მე-18 დაწესებულების გარდა და არ გამორიცხოს ისინი, იმიტომ, რომ ყოველი წუთი არის კრიტიკული.





