რეკლამა

(რ) ტელევიორის როლი თანამედროვეობაში

საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ტელევიზორმა ადამიანების სახლი და მათი რუტინა მისაკუთრა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველა ეჭვის თვალით უყურებდა ამ მაგიურ ყუთს. ჯერ კიდევ ერთი ათწლეულის წინ კი თითქმის წარმოუდგენელიც კი იყო ტელევიზორის გარეშე ოჯახური რუტინა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად განვითარდა ჩვენი მიდგომებიც. დღეს ტელევიზორს სმარტფონები და ლეპტოპები ანაცვლებს, თუმცა ამისდა მიუხედავად, მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ისევ რჩება სახლისთვის აუცილებელ ერთ-ერთ შემადგენელ პირობად. ინტერნეტის გავრცელებულ მოხმარებასთან ერთად ტელევიზორის მწარმოებელი კომპანიებიც ადაპტირდნენ და შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც თანამედროვე ტელევიზორს საშუალებას აძლევს ინტერნეტის გამოყენებით დაუკავშირდეს ნებისმიერ პლატფორმას და დიდ ეკრანზე საყვარელი კინოს ყურება უფრო მეტად სასიამოვნო გახადოს.

ტელეკომუნიკაცია თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთი აუცილებლად შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც 21-ე საუკუნე ისეთი არ იქნებოდა, როგორიც ვიცით. თავის მხრივ, კომუნიკაციის ეს ფორმა ნამდვილად ყველაზე კარგია, რაც კაცობრიობას აქამდე გამოუგონია. ჩვენ ჯერ კიდევ უძველეს დროში ვცდილობდით შეტყობინება სხვადასხვა მედიუმების დახმარებით გადაგვეცა ერთმანეთისთვის, იქნებოდა ეს დამწერლობა, კოცონის დანთება, მტრედის გაგზავნა, ცეკვა, ნახატების პირველყოფილ გამოქვაბულში ამოტვიფრვა, ფაქსის გაგზავნა თუ სხვა. რადიოსიხშირის პირველად აღმოჩენა ნამდვილად გარღვევა იყო კაცობრიობაში, რამაც რადიოს არსებობას დაუდო საფუძველი,
ხოლო როდესაც ელექტროობა აღმოვაჩინეთ, ინფორმაციის გადაცემა ელექტრომაგნიტური სიგნალეებით გახდა შესაძლებელი. დღეს ამის გაკეთება ოპტიკური სიგნალების საშუალებითაა ხელმისაწვდომი, რისთვისაც აუცილებელია მოწყობილობა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იყოს დაკავშირებული.

ტექნოლოგიის განვითარებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა გამოგონების კიდევ უფრო მეტად დახვეწას, განახლებას. როგორც წესი, ინოვაცია დიდ ქალაქებში ყოველთვის ელვის სისწრაფით ვრცელდება, მაგალითისთვის შეიძლება ტელევიზორიც ავიღოთ, რადგან მისი სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭიროა მუდმივი ელექტროენერგია და შესაბამისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კაბელების არსებობა, რაც პირველად დიდ ქალაქებში გახდა ხელმისაწვდომი. ამის პარალელურად, ყოველთვის იარსებებენ პატარა დასახლებები, სადაც ინოვაცია თუ სიახლე ოდნავ დაგვიანებით შედის მასიურ მოხმარებაში. ასეთი ტიპის პატარა ქალაქებისა თუ სოფლებისთვის ჯერ კიდევ ერთი ათწლეულის წინ საკმაოდ პრობლემას წარმოადგენდა არათუ კავშირგაბმულობა, არამედ ელექტროენერგიაც კი. უმეტესწილად ეს პრობლემა დღეს თითქმის ყველგან მოგვარებულია და ინტერნეტთან წვდომაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის დასახლებეში ადამიანები ყველაზე ხშირად მაინც ტელევიზორს უყურებენ, რომლის ჩვენების ხარისხი წლების წინ საკმაოდ დაბალი იყო. თანამედროვე რეალობაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტელევიზორით კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მიიღოს უმაღლესი ხარისხით, კარგი გამოსახულებითა და სხვა ფუნქციონალებით, იმისდა მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს.

IP ტელევიზია უზრუნველყოფს ყველაზე მაღალი ხარისხის გამოსახულებას, ხმას და სხვადასხვა უნიკალურ ფუნქციებს, მაგალითად გადახვევა, დაპაუზება, კონკრეტული გადაცემის შენახვა, ძველი გადაცემის ნახვა, HD ხარისხი და გადაცემის სხვადასხვა ენაზე ნახვის შესაძლებლობა. აღნიშნული მომსახურება მომხმარებელს მიეწოდება IP ქსელით, ვიდეო ნაკადი კი კოდირებულია როგორც IP პაკეტები. ამ ტიპის ტელევიზია არ იყენებს თანამგზავრულ ანტენებსა თუ კაბელებს, ან რაიმე დამატებით მოწყობილობებს, მისი მოხმარება შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია.

კომენტარები