რეკლამა

(რ) რა არის საკრედიტო ბარათი და არის თუ არა ის ეშმაკეული?

ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობა სავსეა უამრავი დეტალით. იქნება ეს პატარა თუ დიდი, ყოველტვის აუცილებელია მათთვის ყურადღების დათმობა და შესაბამისად გადაპრიორიტეტება. თანამედროვე რეალობაში ყველაფერზე არსებობს არჩევანი, რომლის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და მხოლოდ შენი გემოვნების საკითხია რომელს აირჩევ საუკეთესო მეგობრის ქორწილში - ჰალსტუხს თუ ბაფთას, სამსახურში აღებული ბონუსით დასვენებას გადაწყვეტთ თუ ტექნიკას შეიძენთ, ლეკვს აიყვანთ თუ კნუტს, ფულს ბარათზე შეინახავთ თუ ბალიშის ქვეშ ქეშად, თანაც წვრილად დაშლილს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, აქედან გამომდინარე, არჩევანის გაკეთება ზოგჯერ სულაც არაა მარტივი, რის გამოც ასეთ მცირე დეტალებსაც კი ყურადღებით ვარჩევთ და ბოლოს იმას ვირჩევთ, რომელზეც ვიფიქრებთ, რომ უფრო კომფორტული იქნება.

ნებისმიერ გადაწყვეტილებას წინ ახლავს ფიქრის პროცესი, ზოგჯერ ეს დღეები, კვირებიც გრძლდება, ზოგჯერ კი ამას ტვინი წამის მეათედში წყვეტს. თანამედროვე სამყაროში ნამდვილად არჩევანის თავისუფლება ნამდვილად არსებობს, თუმცა ყოველდღიურობის ყველაზე მთავარი ნაწილი მაინც ფინანსების კონტროლია, აქედან გამომდინარე ამ ნაწილში გადაწყვეილებების მიღებისას ნამდვილად ღირს ალტერნატივების განხილვა და ყველაზე სწორი გადაწყვეტილების მიღება. უპირველესი,
რაც საკუთარ ფინანსებს ეხება, არის ის, თუ სად სჯობს თანხის შენახვა და მისი კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაფერი, მართლა ყველაფერი გაციფრულების გზას ადგას, ბევრი ადამიანი მაინც ქეშს ანიჭებს უპირატესობას და ბარათით სარგებლობა მაინცდამაინც არ უხარებთ გულს. სტატიაში განვიხილავთ რა არის ზოგადად საკრედიტო ბარათი და რამდენად ღირს მისი გამოყენება ყოველდღიურად.

დღევანდელ რეალობაში მართლაც იშვიათია ისეთი სამსახური, რომელიც ხელფასს ხელზე გასცემს, ამიტომ საკრედიტო ბარათთან უპირველესი გადაკვეთის წერტილი ხელფასის დღეა ხოლმე, როდესაც თავს ყოვლის შემძლე მყიდველად ვგრძნობთ. ბარათზე თანხის დარიცხვის შემდეგ ის უკვე ჩვენს განკარგულებაშია, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ფული ბანკომატიდან გამოვიტანოთ, ბარათზე დავტოვოთ, ყულაბაში გადავრიცხოთ, საერთაშორისო ოფშორები გამოვიყენოთ, კრიპტო ვალუტაში გადავახურდაოთ თუ სახელმწიფოს ჩავურიცხოთ უკეთესი მომავლის იმედით. ფაქტი ერთია, შეგიძლია მთლიანად გამოიტანო და ქეშად იქონიო, ან ბარათზევე დატოვო და ნებისმიერი ტრანზაქცია მარტივად განახორციელო.

საკრედიტო ბარათი ბანკების მხრიდან მაქსიმალურადაა დაცული, რაც ნამდვილად ერთ- ერთი მთავარი უპირატესობაა, გამოყენების სიმარტივე და უფრო მეტი შესაძლებლობები კი ისაა, რაც ადამიანის ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. საკრედიტო ბარათის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი ფინანსები ეფექტურად მართოთ, მოსახმარად კი საკმაოდ კომფორტული და სანდოა, რადგან შეგიძლია მუდამ თან იქონიოთ. ბარათს უამრავი პლიუსი - დაცვის საუკეთესო მექანიზმიდან დაწყებული, გამოყენების სიმარტივით დამთავრებული, თუმცა შეიძლება მისი ყოველდღიური გამოყენება არაკომფორტულიც კი იყოს, ასეთ შემთხვევაში კი თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ადამიანებს საშუალება აქვთ ბარათი სმარტფონს დაუკავშირონ და ნებისმიერი საბარათე გადახდა ტელეფონის მეშვეობით განახორციელონ ტერმინალებზე. ბარათის დაკარგვისას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს, აუხსნათ სიტუაცია, მოითხოვოთ ბარათის მყისიერი დაბლოკვა, რამდენიმე დღეში კი ახალ ბარათსაც დაგიმზადებენ.

კომენტარები